|
2018-05-13 23:37:20, 1595 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია ჩამოვიდა
14-16 მაისს, საქართველოში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა შეხვედრა იმართება. დღეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა ოფიციალური დელეგაცია უკვე თბილისში ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს მათი პირველი ვიზიტია საქართველოში. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრებს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი. აღნიშნული ვიზიტი მსოფლიო ბანკის მხრიდან ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ვიზიტის მიზანია, საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული, ასევე სამომავლო პროექტებისა და ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე რეფორმების გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები შეხვდებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, ფინანსთა მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს, დედაქალაქის მერს. „მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარების პარტნიორია საქართველოსთვის. ჩვენ მსოფლიო ბანკთან ამჟამად ვმუშაობთ მომავალი პარტნიორობის გეგმაზე. აღნიშნული დოკუმენტი განხილულ უნდა იქნეს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სტუმრების ინფორმირება იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები გვაქვს, რა პრიორიტეტები მომავალი თანამშრომლობისთვის," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა აღნიშნა, რომ მათივიზიტი საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „დღეს, ჩვენ დავხვდით მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებს, რომლებიც ვიზიტით ეწვივნენ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ვიზიტი საქართველოში, რათა ისინი თავად გაეცნონ იმ პროექტებს, რომლებიც მსოფლიო ბანკის ინვესტიციებით ხორციელდება. ჩვენ მათ სიამაყით წარვუდგენთ მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროექტისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგებს კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავსა და ყვარელში," - განაცხადა მან. მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერია. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქართველოში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
(NS)
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)