|
2018-05-13 21:23:50, 1398 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ყველას აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა დაპირისპირებას არ დავუშვებთ
„მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. იგი მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირებას ხელისუფლება არ დაუშვებს. „გუშინ საღამოსვე კახა კალაძემ ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება სადაც მკაფიოდ იქნა გამოხატული ჩვენი პოზიცია აქტულაურ საკითხებზე და მოუწოდა ყველას, გაერთიანებისკენ იმ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლაში, რასაც ნარკორეალიზაცია ჰქვია და რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ის რომ სახელმწიფოს ექნება ერთის მხრივ ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება უფრო ჰუმანური მომხმარებლების მიმართ, არაერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ. მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ, თქვენ ხართ მომავალი თაობა, მე ვარ იმის გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. ეს არის ერთ-ერთი უდიდეს მონაპოვართაგანი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება ამაყობს. ეს უპირველეს ყოვლისა თქვენი მონაპოვარიც არის. ის რომ ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების მანძილზე დადასტურდა. პოლიცია და სამართალდამცავი ორაგნოები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოწოდებულია და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მხარეს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, შევინარჩუნოთ ერთიანობა ერთი საერთო მიზნის გარშემო, რომელსაც ქვია ქვეყნის ხვალინდელი დღე, მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის დაცვა. ნუდა დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეთ ადამიანების სიცოცხლის და ქვეყნის მომავლის დასაცავად“, - განაცხადა პრემიერმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)