|
2018-05-12 10:59:02, 1435 ნახვა
სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავა და 8 პირი ამხილა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავა და 8 პირი ამხილა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქალაქე ანტონ ხ. დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის წევრები: კომისიის თავმჯდომარე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გ; კომისიის მდივანი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ზაურ მ; კომისიის წევრი, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსი ე; კომისიის წევრი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი მამუკა პ; კომისიის ყოფილი წევრი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მუხრან ხ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ანტონ ხ. აღნიშნული კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაბა-აბასთუმანში არსებულ მიწის ფართობს, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი 7935 ლარის ოდენობით. თავის მხრივ,კომისიის წევრებმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის იგნორირებით მიიღეს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის ანტონ ხ-სთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის დამზადებისათვის და თაღლითობაში დახმარებისათვის, პასუხისგებაში მისცეს მოქალაქეები:ზურაბ გ, ლეონიდ ბ. და დავით ჭ, რომლებმაც ნოტარიულად დამოწმებული ცრუ განცხადებით დაადასტურეს, რომ აღნიშნულ მიწის ფართობს ანტონ ხ. თითქოსდა ნამდვილად ფლობდა. გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 342-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)