11:48 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 16:03:43, 1682 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალოს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ბესელიას თქმით, ყოფილ პრემიერს შესწევს უნარი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეცვალოს.

"ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო, შემდეგი ეტაპი. ნებისმიერ მმართველ პარტიას, რომელიც არჩევნებს ატარებს, სჭირდება განახლება და ახალი ძალების კონსოლიდირება, ასევე სჭირდება ახალი ხედვა. მოქმედი თავმჯდომარე გახლავთ პრემიერ-მინისტრი. მის მიმართ შემიძლია მადლიერება გამოვხატო - მაგრამ მას აქვს ყველაზე დიდი დატვირთვა ქვეყანაში და ძალიან რთულია პარტიის ყოველდღიურ რეჟიმში იმ დოზით ჩართვა, როგორც ეს პარტიას სჭირდება განსაკუთრებით როდესაც ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები. ივანიშვილის გადაწყვეტილება არის დროული და საჭირო ამ პარტიისთვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. თუ კი რამე არის უკეთესად გასაკეთებელი ეს შესაძლებელია ახლა და ამ ეტაპიდან. ივანიშვილის ფაქტორი მუდმივად ახლავს ამ პარტიის ისტორიას. ეს განსაკუთრებული ეტაპია, როდესაც პარტიის დაფუძნებიდან 6 წელში ის ბრუნდება. ამას ვუყურებ ძალიან დადებითად. მას შეუძლია ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალოს და ამის რესურსი აქვს",-განაცხადა ბესელიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
NYT: OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა აშშ-ის მთავრობის ვებსაიტებს კომპანიას ინფორმირების გარეშე შეუტიეს
ტრამპმა გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტის რუკა, რომელსაც „ტრამპის სრუტე“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics