|
2018-05-11 10:50:46, 1628 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა მაისში 61.4%-ით გაიზარდა
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მიმდინარე წლის 9 მაისის მდგომარეობით, 63 715 ათასი კვტ. სთ. შეადგინა. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, ეს მონაცემები კიდევ გაიზარდოს და საქართველო ენერგეტიკული ჰაბი გახდეს. „თურქეთთან უფრო ინტენსიური თანამშრომლობისკენ მივდივართ, რათა კიდევ უფრო მეტად მოხდეს ბაზრების ინტეგრირება", - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი. საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა დღეის მდგომარეობით 61.4%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემს. ამჟამად თურქეთის მიმართულებით 324 მეგავატის მიწოდება ხდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 166 მგვტ. შეადგინა, 2016 წელს კი 99 მგვტ-ი. სულ, მიმდინარე წელს ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 125 021 ათასი კვტ. სთ, რაც 208,5 %-ით აღემატება 2017 წლის რაოდენობას. ამასთან, მაისში დაგეგმილია 238 195 ათასი კვტ. სთ. ელექტროენერგიის გაცემა, რაც 19,6%-ით აღემატება გასული წლის რაოდენობას (199 181 კვტ.სთ). პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ექსპორტის მოცულობის მატება საქართველოს თურქულ მხარესთან ინტენსიური მუშაობის შედეგია, ამ საკითხზე ორმხრივ ფორმატში შეხვედრები თებერვალსა და აპრილში გაიმართა.
(NS)
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)