|
2018-05-10 16:47:19, 2099 ნახვა
სამართალი
ფოთში ორმა ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად, ქიმიური ნივთიერება „კროტი“ შეჭამა - ისინი თბილისში გადმოიყვანეს
ფოთში ქიმიური ნივთიერება „კროტის“ მიღების შედეგად, ორი ბავშვი მოიწამლა. არსებული ინფორმაციით, „კროტი“ ბავშვებს ერთ-ერთ მაღაზიაში ტკბილეულის ნაცვლად, შეცდომით მისცეს. ერთი დაშავებული 9 წლისაა, ხოლო მეორე 5 წლის. მოზარდები მშობლემა მწვავე ინტოქსიკაციით თავდაპირველად ქალაქის კლინიკაში, შემდეგ კი, რეანომობილით თბილისში, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ პირის ღრუს დამწვრობა აღენიშნებათ. შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია მაღაზიის გამყიდველი და ერთ-ერთი მოზარდის ბებია.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)