|
2018-05-10 13:36:30, 1519 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული კვლევა პოზიტიური შედეგით დასრულდება
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველომ და ისრაელმა, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, ერთობლივ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყებას მოაწერა ხელი. „ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური შედეგით დასრულდება და მისცემს ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ ჩვენ შევქნათ სამუშაო ადგილები, გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი და ამავე დროს მოვახდინოთ ტექნოლოგიური ტრანსფერი ისრაელიდან," - განაცხადა ქუმსიშვილმა. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა საქართველოში ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრის ელი კოენის ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საქართველოში დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ისრაელის დაახლოება. მათ შორის, ეკონომიკის მიმართულებით," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)