|
2018-05-10 11:44:21, 1398 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ მეთევზეობის თემაზე აგროფორუმი გამართა
„თიბისი ბანკის“ აგროფორუმები რეგიონებში გრძელდება და კახეთიდან უკვე შიდა ქართლში, განსხვავებული თემატიკით ინაცვლებს. ამჯერად, ფორუმი გორში გაიმართა. დამწყებ ფერმერებს და სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თევზის მოვლა-მოშენების შესახებ უახლეს ინფორმაციას გასცნობოდნენ და მათთვის საინტერსო კითხვებზე დარგის ექსპერტებისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები. ფორუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სამმართველოს უფროსი, არჩილ ფარცვანია და თიბისი ბანკის აგრობიზნესის განვითარების კოორდინატორი, შოთა გონგლაძე უძღვებოდნენ. „ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონი მოვიცვათ და ფერმერებს შესაძლებლობა მივცეთ, ეფექტურად მართონ თავიანთი მეურნეობა. დარგის სპეციალისტები, რომლებიც შეხვედრებს უძღვებიან, სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს უახლეს ინფორმაციას აწვდიან და საქმიანობიდან გამომდინარე პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევენ, რაც ვფიქრობ, ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა," - ამბობს თიბისი ბანკის აგრობიზნესის განვითარების კოორდინატორი, შოთა გონგლაძე. გორის შემდეგ თიბისი ბანკის აგროფორუმები უკვე საქართველოს სხვა ქალაქებში გადაინაცვლებს. ფორუმებზე დასწრება თავისუფალია, შეხვედრების თემატიკა კი რეგიონების შესაბამისად შეიცვლება. თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობის სექტორის განვითრების მხარდასაჭერად უკვე წლებია არაერთ პროექტს ახორციელებს. ეს მხარდაჭერა მოიცავს ფერმერებისთვის როგორც აგროპროდუქტების შეთავაზებას, ისე ტრენინგებსა და კონსულტაციებს, რაც მათთვის რჩევებისა და უახლესი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
(NS)
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)