10:54 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 19:04:51, 1529 ნახვა

კომენტარი
კახა კოჟორიძე: არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება ღირსების საქმეა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე, პრეზიდენტის დავალებით, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატებს შეხვდა და მათგან გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია მოისმინა.

კახა კოჟორიძემ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას ღირსების საქმე უწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

"დასანანი და დამაფიქრებელია გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული ის პრობლემები, რაზეც ადვოკატები და ოჯახის წევრები დღეს საუბრობენ. სახელმწიფომ, ცხადია მაქსიმუმი უნდა გააკეთოს ამ საქმეზე, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ღირსების საქმე. იმთავითვე ცხადი იყო, რაც მოხდა და პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც ამ საქმეს მკვლელობა ძალიან პირდაპირ უწოდა.

ასევე პრეზიდენტმა იმთავითვე განაცხადა, რომ ამ საქმეზე მისი მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელი უნდა შეიტანოს.

შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ ის პრობლემები, რომლებიც ადვოკატებისა და ოჯახის თქმით არსებობს, აღმოიფხვრება და სახელმწიფოს ექნება ღირსეული ისეთი პოზიცია", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტის რუკა, რომელსაც „ტრამპის სრუტე“ უწოდა
სენატორთა ჯგუფმა ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს პუტინის მოწვევა G20-ის სამიტზე
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics