|
2018-05-08 13:03:29, 1417 ნახვა
კომენტარი
ტატუნაშვილის ადვოკატი: 2 თვეზე მეტია ტარდება ექსპერტიზა და ოჯახს შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი" ხელისუფლებას არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიების მიზნით საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ევროსასამართლოში სარჩელის გაგზავნა ჭიანურდება. ამასთან ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ავალიანი აცხადებს, რომ ოჯახს პრეტენზია ექპერტიზის მიმდინარეობასთანაც აქვს. „სამხარაულის ეროვნული ბიურო ორ თვეზე მეტია აწარმოებს ექსპერტიზას და ოჯახს არ აქვს ინფორმაცია მის შედეგებთან დაკავშირებით. გამოძიების მასალებს როცა გავეცანით იქ იყო სამხარაულის ექსპერტიზის წერილი, რომელიც გამოძიებას სთხოვს, რომ გადასცეს ბიუროს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები. როგორც მოგეხსენებათ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ხელისუფლების არის ის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა და მეც როგორც მისი ოჯახის დამცველმა მედიისგან შევიტყვეთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს არ ჰქონდა შინაგანი ორგანოები“, - განაცხადა თამარ ავალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)