|
2018-05-07 18:03:19, 1778 ნახვა
სამართალი
შსს ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების პრობლემას უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ებრძვის
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმ ინტერნეტ-გვერდების გამოვლენასა და შემდეგ მათი გამოყენების შეზღუდვაზე, რომელთა საშუალებიტაც სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკების შეძენაა შესაძლებელი. როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ამ მიმართულებით პრობლემის მოსაგვარებლად ქვეყანა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობს. „დღეისათვის, ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტის გამოყენებით შეძენა ურთულესი გამოწვევაა. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რის შედეგადაც არაერთი ღონისძიება განვახორციელეთ და დავაკავეთ პირები, რომლებიც ნარკოტიკებს კონკრეტულ მისამართებზე ათავსებდნენ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით კვლავ ინტენსიურად ახორციელებს ოპერატიულ ღონისძიებებს, რომელთა შედეგების შესახებაც უახლოეს მომავალში გაცნობებთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები, ასევე, აქტიურად მუშაობენ იმ ინტერნეტ-გვერდების გამოვლენასა და შემდეგ უკვე მათი გამოყენების შეზღუდვაზე, რომელთა საშულებითაც შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკების შეძენა. სამინისტრომ ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 8 კილომდე ჰეროინი, 1 კილოზე მეტი კოკაინი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 3 456 აბი, ასევე, 1,5 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.~
(NS)
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)