17:24 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 14:55:51, 810 ნახვა

მამუკა ბახტაძე: სამართლიანი თამაშის წესები სწრაფ და ონლაინ სესხებსაც შეეხება

სამართლიანი თამაშის წესები სწრაფ და ონლაინ სესხებსაც შეეხება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. 

მინისტრის განმარტებით, ამ კონტექსტში მთელი ფინანსური სექტორი იგულისხმება.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთო თამაშის წესებზე, აქ ბუნებრივია, იგულისხმება მთელი ფინანსური სექტორი, ვინაიდან პრობლემის მნიშვნელოვანი მიზეზი, რასზეც დღეს ვსაუბრობთ, არის ის, რომ იყო ე.წ. ასიმეტრიული რეგულაცია ფინანსური სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის. მაგალითად, საბანკო სექტორს ჰქონდა  თავისი რეგულაცია, არასაბანკო სექტორში - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს - თავისი, ონლაინ სესებზე მოქმედებდა სხვა რეგულაცია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო მოქცეული ერთიან რეგულაციაში და  გარკვეულწილად, ეს იქცა პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ. გამომდინარე აქედან, იმ თამაშის წესებზე, რომელზეც ვსაუბრობ, ეს შეეხება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი და ონლაინ სესხების წარმომადგენლებსაც, ვინაიდან სწორედ ამ ტიპის მომსახურებებმა შექმნა ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics