18:09 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-14 17:07:05, 270 ნახვა

პოლიტიკა
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე სუს-ის ექს-შეფის წინააღმდეგ - რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა. სკანდალური ჩვენება მთავრობის ექს მაღალჩინოსანმა დახურულ სასამართლო პროცესზე მისცა, სადაც დისტანციურად სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ერთვებოდა.

მსჯავრდებული მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ დავალებებს სწორედ სუსი-ს ექს-შეფისგან იღებდა,  ამის შემდეგ ბიზნესმენებთან მოლაპარაკებებს თავად აწარმოებდა და მათთვის ფულის გამორთმევას სახელმწიფო ინტერესით ფუთავდა. 

სკანდალური ამბები დახურული სასამართლო პროცესიდან პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა გამოიტანა. 

პროკურორი: მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხული. პირადად გადასცა და დავალებაც მან პირადად მიიღო, რომ წამოეღო, მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისაგან.

კითხვა: გამოკითხულები არიან თუ არა ის ბიზნესმენები, ვისგან ქრთამის აღებასაც ედავება პროკურატურა (ლილუაშვილს)?

პროკურორი: კი, ერთ-ერთი პირი დაკითხულია. ის დაიკითხა სასამართლოში და ისაუბრა ამ დეტალებზე, თუ როგორ გამოართვა რომეო მიქაუტაძემ თანხა, რომე ეს განემარტა მას და შეიფუთა როგორც, სახელმწიფოს ინტერესი.  ანალოგიური გაიმეორა სხვათაშორის დღეს დაკითხულმა მოწმემაც. ჩვენებები აბსოლუტურად თანხვედრაშია. რა თქმა უნდა რომეო მიქაუტაძეს ანგარიში არ ჩაუბარებია მისთვის, თუ ვისთვის მიჰქონდა თანხა. შეფუთა, როგოროც სახელმწიფო ინტერესი. მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი. შესაბამისად ისაუბრა იმაზეც, როგორ მოახდინა საკმაოდ სოლიდური თანხის აკუმულირება", - განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა. 

ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნიგამოკითხა გამოძიების ეტაპზეც. ერთ-ერთი, სწორედ რომეო მიქაუტაძე იყო, ვისი ჩვენებაა ლილუაშვილის წინააღმდეგ საქმეში იდო. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics