|
2018-05-07 12:56:19, 1538 ნახვა
კომენტარი
ზოიძე მოქალაქეებს: არ მოიხმაროთ ნარკოტიკული საშუალებები - ეს არის დიდი ტრაგედია
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ნარკოტიკული საშუალებები არ გამოიყენონ. როგორც ზოიძემ აღნიშნა, კომიტეტი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობს, რომლითაც შექმნილი ვითარების გამოსწორება უნდა მოხდეს. "მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს და ყველას, რომ არ მოიხმაროთ ნარკოტიკული საშუალებები. ეს უნდა იყოს ძირითადი გზავნილი ამ ეტაპზე. ნარკოტიკი კლავს და სამწუხაროდ დღეს, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი ნივთიერებაა შემოსული კლავს ძალიან ჩქარა, არა წლების შემდეგ, არამედ დაუყონებლივ. ეს არის დიდი ტრაგედია და უზარმაზარი პრობლემა რაც მსოფლიოს აქვს დღეს. არის ათი ათასობით სიკვდილი დაკავშირებული ამ ნარკოტიკებთან. ეს პრეპარატები ვრცელდება სხვადასხვა დასახელებებით სხვადასხვა საფარველქვეშ. არ გამოიყენოთ ნარკოტიკული საშუალებები. მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის რეფორმა რომელზეც ვმუშაობთ. აუცილებელია საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ამ კანონზე და უახლოეს მომავალში ამ რეფორმაზე მუშაობას დავასრულებთ",- განაცხადა აკაკი ზოიძემ. ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით 4 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს "თეთრი ხმაურის მოძრაობა" საინფორმაცია ბრიფინგს გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)