15:39 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 20:20:07, 2113 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა

„დღეს საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრია, თუმცა, ჩვენ, ქართველებს ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალშaი ევროგაერთიანების სრულფასოვანი წევრები გავხდებით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც  რიყეზე ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო ევროკავშირს ყოველდღიურად უახლოვდება.

„მნიშვნელოვნად იზრდება ვაჭრობა - მხოლოდ პირველ სამ თვეში ვაჭრობა ევროკავშირთან 28 პროცენტით გაიზარდა. ყოველწლიურად ევროკავშირი საქართველოს 100 მილიონი ევროთი ეხმარება. ასევე აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი ევროკავშირთან. ჩვენი მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სამეცნიერო ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც სპეციალურად პატარებისთვის იყო შექმნილი. იქვე მუშაობდა ტექნოპარკის ფაბლაბში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, ვორქშოფები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის, ციფრული ხატვის კუთხე.

გარდა ამისა, სპეციალურად ფუნქციონირებდა უსინათლოთა საინფორმაციო კუთხე, ხოლო აქტივობების თარგმნა შესაძლებელი იყო ჟესტურ ენაზე. 
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო საბავშვო ვორქშოფში მონაწილე ბავშვებისთვის სპეციალური სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics