|
2018-05-04 16:27:14, 2146 ნახვა
სამართალი
სასამართლომ „ქართული მარშის“ წევრები პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული მარშის" წევრები პატიმრობაში დატოვა. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს ითხოვდა. თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებას "ქართული მარშის" აქტივისტების მხრიდან დარბაზში ხმაური მოჰყვა. "ქართული მარშის" ლიდერის სანდრო ბრეგაძის შეფასებით, სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. "იყო აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება და აბსოლუტურად უსამართლო ქვეყანა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ არა წინ არამედ უკან წავიდა. სააკაშვილის რეჟიმის დროს ბევრად უფრო პროფესიონალურად კერავდნენ საქმეებს, ამათ კი, ესეც არ სჭირდებათ. უბრალოდ უნდათ, რომ ეს ბიჭები ციხეში ისხდნენ. ეს ყვველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც ბევრად მეტი უსამართლობა ხდება ქვეყანაში", - განაცხადა ბრეგაძემ. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შუამდგომმლობით პარლამენტის წევრებმა ემზარ კვიციანმა, ადა მარშანიამ, გია ჟორჟოლიანმა და დავით ჭიჭინაძემ მიმართეს, ასევე თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა. ცნობისთვის, 23 მარტს „ქართული მარშის“ დაკავებულ წევრებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიამ იესო ქრისტეზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა. "მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე", - განაცხადა გაბუნიამ. 19 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამონათქვამთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.
გერმანია ევროკავშირში რუსებისთვის შესვლის ახალი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)