|
2018-05-04 12:00:51, 1330 ნახვა
სამართალი
ჯელალ ქიქავასა და მის თანმხლებ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე 3 პირს ბრალი წარედგინა
ჯელალ ქიქავასა და მის თანმხლებ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირს ბრალი წარედგინა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 24 მარტს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო მოქალაქე ჯელალ ქიქავას, მ.ბ.-ს და ა.დ.-ს მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჯელალ ქიქავას შეტყობინება. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მარტს, ღამით, ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯელალ ქიქავას, მ.ბ.-ს და ა.დ.-ს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჯელალ ქიქავას და მ.ბ.-ს მიყენებული აქვთ მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ხოლო ა. დ.-ს - ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ინციდენტის თვითმხილველები. გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა თავდამსხმელების შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მარშრუტი. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს და ბრალი წარუდგინეს ინციდენტში მონაწილე 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, 1984 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს და 1994 წელს დაბადებული ტ.კ.-ს. სამივე მათგანი სპორტსმენია. აღნიშნული პირები დაფიქსირებული არიან სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში. გამოკითხვისას მ.ვ.-მ, ზ.კ.-მ და ტ.კ.-მ ჯელალ ქიქავასა და მისი თანმხლები პირების ცემის ფაქტი აღიარეს და ინციდენტის მიზეზად ჯელალ ქიქავას მხრიდან მოჭიდავეების მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები დაასახელეს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ჯელალ ქიქავა შესაბამისი უწყებით გამოძახებულ იქნა პოლიციაში, თუმცა მან გამოვლენილი პირების ამოცნობაზე უარი განაცხადა. მ.ვ.-ს და ზ.კ.-ს ბრალი წარედგინათ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ტ.კ.-ს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)