|
2018-05-04 11:31:20, 1516 ნახვა
სამართალი
ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულს, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს-ს დაუსწრებლად, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის იანვარში საქართველოში ყოფნის დროს გ.ს. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) განზრახვით უზბეკეთის რესპუბლიკაში მყოფ, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ხ.-ს დაუკავშირდა და საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში თითქოსდა სამუშაოზე დასაქმებას დაჰპირდა. გ.ს.-მ მ.ხ. მოატყუა, რომ ქ.ბათუმში რესტორანში მიმტანად დაასაქმებდა და მაღალი ანაზღაურება ექნებოდა. 2018 წლის 4 თებერვალს გ.ს.-მ საქართველოში ჩამოსული მ.ხ. საცხოვრებლად მოათავსა ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში, რის შემდეგ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით, იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და პროსტიტუციაში ჩაბმა. 2018 წლის 4 თებერვლიდან 11 მარტამდე, სექსუალურ ექსპლუატაციის მიზნით, გ.ს.-ს დაზარალებული სისტემატიურად გადაჰყავდა ქ.ბათუმში და ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში, ახორციელებდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა. ვინაიდან გ.ს. მიემალა გამოძიებას, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა, ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით). 2018 წლის 3 მაისს გ.ს-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა. მისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)