|
2018-05-03 18:19:25, 1865 ნახვა
სამართალი
სასამართლო პრეზერვატივ „აიისას“ რეკლამის კანონიერებაზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს
ხვალ, 10:15 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე, საქმეზე თბილისის მერია „აიისას" წინააღმდეგ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. „აიისას“ მფლობელის ანი გაჩეჩილაძის მიმართ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 2 მაისს შედგა. მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ „აიისას" შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას. თბილისის მერია პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმებას (500 ლარის ოდენობით) და მისთვის მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენების აკრძალვას მოითხოვს. „აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვისას სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგმლობა, რომლითაც სასამართლოსგან მოვითხოვდთ საქმის განხილვის შეჩერებას და „რეკლამის შესახებ" კანონის იმ ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვას, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იქნა შედგენილი და რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას. წუხილს გამოვთქვამთ იმის გამოც, რომ მოსამართლემ სათანადო რეაგირების გარეშე ტოვებდა დარბაზში დამსწრე პირების მხრიდან აიისას წარმომადგენლების შეურაცხყოფელ წამოძახილებს, რეპლიკებსა და მერიის წარმომადგენელთან პროცესის მიმდინარეობისას კომუნიკაციას. სასამართლომ მხოლოდ ერთ მსგავს ეპიზოდზე მოახდინა რეაგირება და დიმიტრი ლორთქიფანიძის სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ვერ აკმაყოფილებდა კანონის ფორმალურ და მატერიალური მოთხოვნებს. ოქმი იყო დაუსაბუთებელი და ვიზუალური მასალის არაეთიკურობასთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენლის პოზიცია ეფუძნება აბსტრაქტულ შეფასებებს და მის სუბიექტურ წარმოდგენებს რელიგიის, მორალისა და ზნეობის შესახებ. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად ვიტოვებთ იმედს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში იხელმძღვანელებს საქართველოს კონსტიტუციიის და მის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრქატიკის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციიისა და მის შესახებ პრეცედენტული სამართლის შესაბამისად და არ დააკმაყოფილებს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოთხოვნას, რადგან რელიგიური გრძნობებისა და ეროვნული ღირსების დაცვის მოტივით სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი გადაწყვეტილების მიღება ცენზურის სახიფათო პრეცედენტად იქცევა“, - ნათქვამია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებაში.
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)