|
2018-05-02 21:23:55, 1618 ნახვა
სამართალი
ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე გაათავისუფლეს
„გირჩის“ ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. როგორც ობოლაძემ აღნიშნა, მისი დაკავება დაკითხვის მიზნით მოხდა. „6 შეიარაღებული "პოლიციელი" დღისით მზისით, თბილისის ცენტრში მიწაზე სახით ათრევს უდანაშაულო მოქალაქეს - ეჭვი გვაქვს ნარკოტიკი მოიხმარაო. მსგავსი ძაღლური დამოკიდებულების გამო ადამიანები იღუპებიან და ცხოვრებას კარგავენ. პოლიცია მოძალადებს უნდა დევნიდეს და არა უდანაშაულო ადამიანებს“,- აცხადებს ნიკა ობოლაძე. „გირჩის“ ინფორმაციით, დღეს, პარტიის ოფისის წინ, კრიმინალური პოლიციის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა თანამშრომლებმა სცადეს დაეკავებინათ მოქალაქე, რომელიც შედიოდა საკუთარი სამსახურის ოფისში. მათივე ცნობით, დაკავების მცდელობა განხორციელდა საკმაოდ უხეში ფიზიკური მოქმედებებით. „ამ ინციდენტში ჩაერივნენ გირჩის წარმომადგენლები, რომელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმპოლის თანამშრომლებმა, რომლებმაც სატელეფონო ინსტრუქცია მიიღეს ვინმე ჯემალისგან, წაიყვანეს მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში (ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოდულის წინ), სადაც მათივე თქმით, განაცხადებდა, რომ უარს აცხადებს ნარკოლოგიურში გადაყვანაზე და გამოუშვებდნენ. სინამდვილეში კი გადაიყვანეს ნარკოლოგიურში. ამის შემდეგ პოლიციელებმა განყოფილების შენობაში შეიყვანეს ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე, სავარაუდოდ, იმ საბაბით, რომ ამ უკანასკნელს ხელში ეჭირა ქოთანი კანაფის ჩითილით. მოქალაქე, ვის დაკავებასაც ცდილობდა კრიმპოლი, მანქანაში უზით პოლიციელებს და დაყავთ ნარკოლოგიურიდან ნარკოლოგიურში, იმ იმედით, რომ სადღაც მიღება იქნება. ამ ინფორმაციას გვაწვდის პოლიცია. რეალურად, არ ვიცით, სად არის იგი და რა ამბავია მის თავს. იაგო ხვიჩიამ შეიტანა ოფიციალური თხოვნა პოლიციაში, რომ ადამიანის ადგილმდებარეობა არ არის ცნობილი და მოიკვლიონ“, - ნათქვამია „გირჩის“ ინფორმაციაში.
გერმანია ევროკავშირში რუსებისთვის შესვლის ახალი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)