|
2018-05-01 10:43:47, 1783 ნახვა
სამართალი
პარლამენტთან „თანასწორობის მოძრაობის“ წევრებს კვეცხები ესროლეს - დაკავებულია 1 პირი
პარლამენტის შენობის წინ „თანასწორობის მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია ინციდენტით დაიწყო. „თანასწორობის მოძრაობის“ მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებას აპროტესტებენ. მათი განმარტებით, კილაძის განცხადებიდან ჩანს, რომ კომიტეტი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის აღნიშვნას აღარ აპირებს იმის მიუხედავად, რომ 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნა 2017 – 2020 წლების სამოქმედო გეგმაში იყო გათვალისწინებული. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ სოფო კილაძე სისტემატიურად უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს, რის გამო ისინი მის გადადგომას მოითხოვენ. „სოფო კილაძე მავნებლობს, უკვე წლებია, მისი უშუალო ინიციატივა იყო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, ქორწინებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, დამოკიდებულება 17 მაისზე ცალსახად არის აცდენილი იმას, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის, კომიტეტის თავჯდომარე უნდა აკეთებდეს. მისი უშუალო ვალდებულება არის, ადამიანია უფლებებზე მუშაობდეს და ეს ადამიანი აკეთებს ყველაფერს, გარდა იმისა რომ რამე გააკეთოს, ადამიანის უფლებებისთვის“,- აღნიშნა „თანასწორობის მოძრაობის“ წევრმა გიორგი თაბაგარმა. აქციაზე მივიდნენ მოქალაქეებიც, რომლებიც 17 მაისის აღნიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათ შორის პარლამენტთან იმყოფებოდნენ გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და მათი თანამოაზრეები. მათ აქციის მონაწილეებს კვერცხები დაუშინეს, რის შემდეგაც პოლიციამ ფალავანდიშვილი დააკავა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)