|
2018-04-28 13:10:16, 2158 ნახვა
სამართალი
შსს-მ ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას აგრძელებს. უწყების ინფორმაციით, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი მოსაშვილმა ახალქალაქში განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერა. რეაბილიტირებული იზოლატორი დროებითი მოთავსების იზოლატორების შესახებ წამების პრევებციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებს სრულად შეესაბამება. შენობის და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. იზოლატორში მოთავსებული პირებისთვის განკუთვნილი ფიცარნაგები რკინის ახალი, ინდივიდუალური საწოლებით შეიცვალა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე, მოეწყო საგამოძიებო და ამოსაცნობი ოთახები, დაკავებულთათვის განკუთვნილი სასეირნო ეზო, საშხაპე და საპირფარეშო ოთახები. 2018 წლის ბოლომდე რამდენიმე დროებითი მოთავსების იზოლატორში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდება და სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები მოეწყობა.
(NS)
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)