|
2018-04-27 18:52:39, 2303 ნახვა
სამართალი
პროკურატურა მურთაზ ზოდელავას გამოკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას გამოკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზოდალავასადმი დასმული კითხვები უკავშირდებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედის“ გათიშვის ხელოვნური საფუძვლის შექმნას, ამ მიზნით სხვადასხვა სამართალდამცავი უწყებების თანამდებობის პირთა მხრიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებს. შედეგად, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და „ტელეიმედს“ 2007 წლის 8 ნოემბრის თარიღით შეუჩერა სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედება. საუბარია „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონების დარღვევაზე. " გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოძიების კითხვები შეეხებოდა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის მქონე პირების დავალებით, მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეების მიერ განხორციელებული ზეწოლითა და სახელმწიფო რესურსების არაკანონიერად გამოყენებით, გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილის ყველა ძირითადი ქონების, მათ შორის 2008 წლის 19 თებერვალს, „ტელეიმედისა" და „რადიოიმედის", ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების კონტროლს ქვეშ უკანონოდ გადასვლის ფაქტებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)