|
2018-04-27 18:06:10, 2270 ნახვა
სამართალი
კუბლაშვილი: ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები არ დაფიქსირებულა
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, ექპერტიზამ დაადგინა, რომ ხელყუმბარაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის თითის ანაბეჭდების კვალი არ აღმოჩნდა. როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, ხელყუმბარაზე არც მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი დაფიქსირდა. "პასუხი არის შემდეგი, არის გარკვეული ნაწილაკები, თუმცა რთულია მისი იდენტიფიცირება და აქედან გამომდინარე დასკვნაა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები არ ფიქსირდება წარმოდგენილ ხელყუმბარაზე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული. უმთავრესი არგუმენტი, რომ თემირლანს ეჭირა ხელყუმბარა არ დადასტურდა“, - განაცხადა კუბლაშვილმა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილიდან ხელყუმბარა ნამდვილად ამოიღეს, თუმცა კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ის ადგილზე მოგვიანებით მიიტანეს „წარმოდგენილი მტკიცებულებებით დავადასტურეთ, რომ მას ხელში ეჭირა ტელეფონი ზუსტად 5 წუთის ინტერვალშია გასროლილი, რაც მან მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნა“,- აღნიშნა კუბლაშვილმა.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)