|
2018-04-27 10:55:28, 1880 ნახვა
ეკონომიკა
2012 წლის შემდეგ, საქართველოს სამთო კურორტებზე ტურისტების რაოდენობა 491%-ით გაიზარდა
გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთის სამთო კურორტებსა და კურორტ გოდერძიზე ბოლო წლებში საქართველოში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, 2011/2012 - 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) ტურისტების რაოდენობა 491%-ით გაიზარდა. "ეს შესაძლებელი გახდა ავსტრიული კომპანიის „სკიდატას“ მიერ უკონტაქტო გამშვები პუნქტების დამონტაჟების შედეგად, რომლებიც ვიზიტორების რაოდენობის ზუსტად დათვლის საშუალებას იძლევა. აღნიშნული სისტემა საქართველოს ოთხივე სამთო - სათხილამურო კურორტზე ფუნქციონირებს", - აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში. მათივე ცნობით, 2017-2018 წლებში საქართველოს სამთო კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობა 25 პროცენტით არის გაზრდილი. "შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2017/2018 წლის სამთო სათხილამურო სეზონი დაასრულა. 2016-2017 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით 2017-2018 წლებში ვიზიტორების რაოდენობა 25 პროცენტით არის გაზრდილი. კურორტ გუდაურში 2017/2018 წლებში 345997 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 25 პროცენტით მეტია. რაც შეეხება ბაკურიანს, 2017-2018 წლების სეზონის მაჩვენებლებით, 2016- 2017 წლებთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობამ 15 პროცენტით მოიმატა. კურორტს 2017/2018 წლის სეზონზე 132704 ვიზიტორი ეწვია. მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი მესამე წელია მასპინძლობს დამსვენებლებს. 2017/2018 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის თანახმად, გასულ წელთან შედარებით წელს ვიზიტორების რაოდენობა 129 პროცენტითაა გაზრდილი. მიმდინარე სეზონზე კურორტ გოდერძიზე 10283 ვიზიტორმა დაისვენა. სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2017/2018 წლის სათხილამურო სეზონზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 122 პროცენტით, ხოლო ჰაწვალზე 119 პროცენტით არის გაზრდილი. თეთნულდსა და ჰაწვალს ჯამში 35890 ვიზიტორი ეწვია. სვანეთში 2017 წელს უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. ამოქმედდა მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო, რომელმაც მესტიის ცენტრი კურორტ ჰაწვალთან დააკავშირა. საბაგირო ექსპლუატაციაში 2017 წლის 23 დეკემბერს შევიდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვიზიტორების რაოდენობა", - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)