13:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 17:46:14, 1747 ნახვა

სამართალი
სალომე ტატიშვილის საქმეზე ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ბრალდებული გ.ლ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 იანვარს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ე.წ. „კუდები 3" ტრასაზე თხილამურით სრიალისას გ.ლ.-მ უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვან 12 წლის ს.ტ.-ს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

გ.ლ.-ს 2016 წლის 31 მაისს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა) და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით გ.ლ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2018 წლის იანვარში გ.ლ.-მ საქართველო  დატოვა  და  საზღვარგარეთ იმყოფება. სააპელაციო სასამართლოში პროცესები  მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ  გ.ლ.  დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.

გ.ლ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამართლებელი  განაჩენის გამოტანის შემდეგ იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მისივე განცხადების საფუძველზე სასამართლო სხდომები იმართებოდა მის დაუსწრებლად.

სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების მიზნით გატარებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება, რათა მოხდეს მსჯავრდებულ გ.ლ.-ს ადგილსამყოფელის დადგენა და მისი დაკავება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics