|
2018-04-24 15:01:19, 1687 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე: როგორი შეტყობინებაც მივიღეთ მსხვერპლისგან, რეაგირებაც შესაბამისი იყო
როდესაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ვსაუბრობთ, მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი და ამ ერთიანობას უნდა იზიარებდეს, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პოლიციაში შესულ შეტყობინებასთან დაკავშირებით რეაგირება დროული და შეტყობინების შესაბამისი იყო. "რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ფაქტზე სამინისტრომ მოახდინა დროული და შესაბამისი რეაგირება. როგორი შეტყობინებაც მივიღეთ მსხვერპლისგან, რეაგირება იყო ამის შესაბამისი. შეტყობინება მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერის საფუძველს იძლეოდა და ის პოლიციამ დაუყოვნებლივ გასცა. შეტყობინებაში, რომ ყოფილიყო სისხლის სამართლის ნიშნები, ამას წინ ვერაფერი დაუდგებოდ. არანაირი მოტივაცია, რომ შშს-მ დანაშაული დაფაროს არ არსებობს. სტატისტიკას პერიოდულად ვაქვეყნებთ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შეგახსენებთ, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავა. ბაქრაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)