16:24 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 10:41:31, 1862 ნახვა

პოლიტიკა
მაისში საქართველოს ჟან-კლოდ იუნკერი და იოჰანეს ჰანი ეწვევიან

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევიან.

ამის შესახებ იოჰანეს ჰანმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა.

დელეგაციის წევრები თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

ევროკომისარმა „საზმაუსთან“ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ თბილისს სექტემბერშიც ეწვევა.

„სექტემბერში მე დავესწრები ევროპული სკოლის გახსნას. ეს არის საქართველოს ორიენტაციის აღიარება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოში სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
ევროკომისიის ანგარიში - გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები
პაპუაშვილი – გუშინდელი ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რომ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში წამყვანის სახით, საუბრობს ბრალდებებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics