|
2018-04-23 10:08:46, 1840 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: გვაქვს იმ ინიციატივის სრული მხარდაჭერა, რომელიც უკავშირდება მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას
„მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არის ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკისგან, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, ევროკავშირისგან, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა სტრუქტურული რეფორმების გატარების საკითხში, ასევე, აქვს იმ ინიციატივის სრული მხარდაჭერა, რომელიც უკავშირდება მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას მინისტრის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, სრულად უჭერს მხარს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. „ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ქვეყანა დაინტერესებულია გაეცნოს იმ პრაქტიკას, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით. განსაკუთრებით, ეს შეეხება მოგების გადასახადის რეფორმას, ასევე, იმ რეფორმას, რომელსაც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან განვახორციელებთ და რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეები გადაიხდიან სიმბოლურ, 1%-იან ბრუნვის გადასახადს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ, ისევე როგორც ეროვნულმა ბანკმა, შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რომელიც აღნიშნული იყო სსფ-ის პროგრამაში. „შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით კანდიდატები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" მიღებისა. რამდენიმე ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ, გვეცოდინება კონკრეტულად რა დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას მივიღებთ ჩვენი ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად," - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში, ასევე, გამართა მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)