|
2018-04-22 13:19:11, 1842 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარს უმასპინძლებს
საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. სემინარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისასალმებელი სიტყვით გახსნის. მონაწილეებს მიმართავენ და კონფერენციის ფარგლებში გამართულ დიკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლუკას ბეგლინგერი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პულისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. სამი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, ეროვნულ და ევროკავშირის პერსპექტივებზე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ საქართველოს ხედვისა და რეგიონალური საკითხების შესახებ იმსჯელებენ. როუზ-როსის 97-ე სემინარში მონაწილეობას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ. სემინარი 23-25 აპრილს, ბათუმში გაიმართება.
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
ევროკომისიის ანგარიში - გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები
პაპუაშვილი – გუშინდელი ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რომ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში წამყვანის სახით, საუბრობს ბრალდებებით
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)