|
2018-04-22 13:00:06, 1909 ნახვა
სამართალი
შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაგეგმილი რეფორმების განხილვის მიზნით, სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზებითა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით, ქალაქ ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა პიმ ალბერსმა გახსნეს. ღონისძიება მრგვალი მაგიდის ფორმატით წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა გენერალური ინსპექციის დისციპლინური წარმოების საკითხები განიხილეს. წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, მისი სტრუქტურის, ამოცანების, საკანონმდებლო ჩარჩოს, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. სემინარზე, ასევე, წარმოდგენილ იქნა გენერალური ინსპექციის საქმიანობის 2018 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ამ მიმართულებით დეპარტამენტის მიღწევებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა კი პოლიციის საქმიანობაზე ზედამხედველი უწყებების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და ამ კუთხით საერთაშორისო პრაქტიკა მიმოიხილა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ღონისძიების სხვა მონაწილეებთან ერთად, მათი გადაჭრის გზები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა ღონისძიება შეაჯამეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. სემინარში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
(NS)
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)