|
2018-04-20 20:02:46, 1859 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე სარეიტინგო კომპანია Moodys-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის მმართველ დირექტორს ალესტერ ვილსონს (Alastair Wilson) შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკაში არსებული დადებითი დინამიკა, პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ის სტრუქტურული რეფორმები განიხილეს, რომელიც ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სსფ-ის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას. ფინანსთა მინისტრმა სარეიტინგო კომპანიის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომლის მიზანია, ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფა, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფინანსების, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით საქართველოს პოტენციალის გაძლიერება. საუბარი, ასევე, შეეხო საექსპორტო ბაზრების გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პერსპექტივას, რომელიც ქვეყანას აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივა, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები. ამჟამად, სარეიტინგო კომპანია Moody's-ის რეიტინგში საქართველოს Ba2 სტაბილური აქვს მინიჭებული.
(NS)
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)