|
2018-04-19 16:39:33, 2084 ნახვა
სამართალი
სალონიკის პოლიცია ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს აქვეყნებს
საბერძნეთსა და საფრანგეთში ქართველ სამართალდამცველებთან ერთად პოლიციის მიერ ჩატარებული ტრანსნაციონალური ორგანიზებულ დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების ფართომასშტაბიანი ღონისძიების შესახებ, სალონიკში პრეს-კონფერენცია გაიმართა. ბერძენმა სამართალდამცველებმა მედიას ნივთმტკიცებად ამოღებული სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, კრიმინალური დაჯგუფების მიერ ნაქურდალი საიუველირო და სხვა ძვირადღირებული ნივთები წარუდგინეს. როგორც კაპიტანმა პეტროს ტანოსიმ განაცხადა, ბერძნულ-ფრანგული ერთობლივი, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ იქნა ტრანსნაციონალური ორგანიზებულ დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც ეჭვმიტანილია არაერთგზის ყაჩაღობასა და ქურდობაში. „ბერძენი, ქართველი და ფრანგი სამართლდამცველების საერთაშორისო პოლიციური თანამშრომლობის შედეგად დაკავებულია პანევროპული მაფიის ე.წ. “კანონიერი ქურდების” დაჯგუფება. საბერძნეთის ტერიტორიაზე სპეცოპერაციას კურირებდა ქ. სალონიკის პოლიცია, რომლის შედეგადაც დაკავებულ იქნა 14 ადამიანი, მათ შორის დაჯგუფების 57 წლის ხელმძღვანელი და ასევე 2 აღმასრულებელი პირი - 56 და 49 წლის. სპეც. ოპერაციაში სალონიკის 100-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. ასევე, დაკავებულ იქნა 12 ბოროტმოქმედი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სხვადასხვა დანაშაულებებში. მოგახსენებთ, რომ დაჯგუფების კონტროლზე აყვანა მოხდა 2015 წლიდან. 16 აპრილის შუადღის საათებში განხორციელდა დაჯგუფების ლიდერების დაკავება რა დროსაც მათ გაწიეს წინააღმდეგობა, შედეგად ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი 9 ვაზნით და 2 დანა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 57 წლის მამაკაცი და მისი 2 თანმხლები პირი იყვნენ დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელი და კოორდინატორები. დაჯგუფების კიდევ 9 წევრი დააკავეს სხვადასხვა ბრალდებით, ხოლო, 2 მოპარული საიუველირო ნივთების შესყიდვის ბრალდებით. გამოძიების ფარგლებში დადგენილია 56 ბინის ქურდობა - ყაჩაღობა, საერთო ჯამში ზარალით 1 000 000 ევრო. ბრალდებულთა საცხოვრებელი ბინებიდან ამოღებულ იქნა საიუველირო ნივთები, ელექტრო ტექნიკა და 25 000 ევრო. გამოძიება გრძელდება დეტალების დასადგენად“, - განაცხადა პეტროს ტანოსიმ.
გერმანია ევროკავშირში რუსებისთვის შესვლის ახალი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|












epn.ge (@expressnews.ge)