|
2018-04-19 14:00:55, 2830 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი შეწყალების კომისიის წევრებსა და სასჯელაღსრულების მინისტრს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის, შეწყალების კომისიის წევრებისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, ეს სამუშაო შეხვედრაა, სადაც სტანდარტების გაუმჯობესებაზე იქნება მსჯელობა. "პრეზიდენტმა გამოაცხადა მორატორიუმი. ეს დროებითი ხასიათისაა იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ვისაც აქვს სურვილი, კომისიას დაელაპარაკოს. დაელაპარაკოს ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით და ვისაუბროთ იმ სტანდარტზე, რომელითაც ვმუშაობთ და არის თუ არა რაიმე რესურსი კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ეს სტანდარტი. ამაზე იქნება დღეს საუბარი მინისტრთან. კახიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ შეხვდეს კომისიას, ბატონ მინისტრთან ვისაუბრებთ იმ მექანიზმებზე რაც ჩვენ გვაქვს და რისი დახვეწა შეიძლება მასთან ერთად. არც ერთი ბრალდება ჩვენი მხირდან არ ყოფილა, ეს იყო ინფორმაცია, რომელიც მივაწოდეთ საზოგადოებას. ჩვენ არ ვართ მბრალდებლები ისევე როგორც არ მივიღებთ ჩვენ უსაფუძვლო ბრალდებას. ეს იქნება სამუშაო შეხვედრა", - განაცხადა ქორიძე.
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
ევროკომისიის ანგარიში - გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები
პაპუაშვილი – გუშინდელი ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რომ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში წამყვანის სახით, საუბრობს ბრალდებებით
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)