|
2018-04-19 10:14:47, 1760 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია ესპანეთის სამეფოს დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გენერალურ კომისარს - ელოი კუიროს ალვარესს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება. გიორგი გახარიამ და ელოი კუიროს ალვარესმა ბოლო პერიოდში ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების აქტიური თანამშრომლობის შედეგად, წარმატებით განხორციელებული ერთობლივი ოპერაციებისა და ესპანეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს ეფექტური საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეადმისიის მოთხოვნები ქართული მხარის მიერ 100%-ით სრულდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ესპანურ მხარეს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, სამინისტროს პრიორიტეტები, უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.
(NS)
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)