|
2018-04-18 10:47:14, 1559 ნახვა
სამართალი
კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ საგაზაფხულო სამუშაოებს გაეცნო
თბილისი მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, „თბილსერვისჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებში გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი დაიუსტ იციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხა. გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და მაია ბითაძესთან ერთად გაეცნო. კახა კალაძემ „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ამ სამუშაოებისათვის სპეციალური ტექნიკის შესყიდვაც იგეგმება. „აღნიშნული სამუშაოები მომდევნო დღეების განმავლობაში სხვა დასხვა ცენტრალურ ქუჩაზე გაგრძელდება. გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული იყოს. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს რგვა, სკვერებისა და პარკების გამწვანება, ასევე, სხვლა-ფორმირების სამუშაოები. ყველა ამ სამუშაოს შესრულებას რამდენიმე დღე დასჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო „თბილსერვისჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს, რადგან ფიზიკურად უწევთ მუშაობა. ჩვენ მომდევნო თვეების განმავლობაში ვგეგმავთ სპეციალური ტექნიკის შესყიდვას, როგორც ეს ნორმალურ და განვითარებულ ევროპულ ქვეყნებსა და ქალაქებშია. თანამედროვე ქალაქის პრეტენზია გვაქვს და ეს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა. თბილისის მერთან ერთად, გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს, "თბილსერვისჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი გაეცნენ.
(NS)
გერმანია ევროკავშირში რუსებისთვის შესვლის ახალი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)