|
2018-04-17 16:40:22, 1803 ნახვა
სამართალი
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის ჩადენისას მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" განიხილეს. კომიტეტის წევრის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის დროს ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის შემადგენლობის განსაზღვრა, მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და პროპორციული სასჯელის დაწესება. „ამით ხაზგასმულია სახელმწიფოს ნეგატიური და მკაცრი რეაქცია სისტემურ დანაშაულთან ბრძოლაში. აუცილებელია ასევე იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება, რომელიც უშუალოდ ასრულებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო ბრძანებას ან დავალებას სისტემური დანაშაულის დროს", - აღნიშნა მომხსენებელმა. ანრი ოხანაშვილმა გამოხატა იმედი, რომ კანონპროექტს ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა. „მინისტრთა კომიტეტს გაეგზავნება შესაბამისი შეტყობინება, რომ საქართველომ მოახდინა გირგვლიანის საქმეზე ერთგვარი საკანონმდებლო რეაქცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ასახვა ჰპოვა სისტემური დანაშაულის მუხლებმა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)