|
2018-04-17 15:26:27, 1683 ნახვა
სამართალი
ლონდა თოლორაია: გამოწვევად რჩება ის, რომ ოჯახის წევრები მოძალადის წინააღმდეგ საჩივრის შეტანისგან თავს იკავებენ
"გამოწვევად კვლავ რჩება მომართვიანობის მაჩვენებელი, რადგან მოძალადე არის ოჯახის წევრი და თავს იკავებენ ოჯახის წევრის წინააღმდეგ საჩივრის შემოტანისგან. გამოწვევა არის ასევე ისიც, რომ რიგ შემთხვევებში, ემოციების ჩაცხრომის შემდეგ, პირვანდელი ჩვენების გადათქმა და განცხადების უკან გატანა ხდება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საკანონმდებლო ორგანოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ გამოწვევაა სისხლის სამართლის საქმის მასალების ხელმისაწვდომობის საკითხი იმ პირისთვისაც, რომლის მიმართაც საჩივარი შეაქვთ. შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს. “არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა გამოძიების ეტაპზე ყველაფერი მიდის ნორმალურად, მსხვერპლი კვლავ იმ პოზიციაზეა, თუმცა როცა საქმე გადაიგზავნება სასამართლოში, მსხვერპლი იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას - არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, შესაძლოა, სასამართლოში ჩვენ აღმოვჩნდეთ ისეთ მოცემულობაში და ჩვენდა სამწუხაროდ, გვქონია ასეთი შემთხვევები, როცა პროკურორი რჩება მტკიცებულებების გარეშე. გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, პროცენტულად საკმაოდ მაღალია ოჯახური დანაშაულის შემთხვევებში გამართლებული პირების რაოდენობა, ოღონდ არა იმიტომ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ იმიტომ, ოჯახის წევრების ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელი იყო, ოჯახის წევრებმა კი უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. მისივე თქმით, პრობლემურია სამართალდამცველებისთვის გვიან მომართვის საკითხიც. „მსხვერპლი მოდის ჩვენთან, გვეუბნება, რომ მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლემ, მაგრამ ეს განხორციელდა რამდენიმე კვირის ან თვის წინ და რა თქმა უნდა, მის მიმართ ექსპერტიზის ჩატარება გამორიცხულია, ამის გარეშე კი ძალადობის მტკიცება რთულია”, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც ფემიციდსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე მსჯელობენ.
(NS)
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)