|
2018-04-17 14:33:54, 2258 ნახვა
სამართალი
ბარნოვზე მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვეფხია ბაქრაძისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა. ამასთან, დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სახით გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატმა 20 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ პატიმრობა ვეფხია ბაქრაძის ნათესავსაც შეუფარდა, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. შეგახსენებთ, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავა. ბაქრაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)