|
2018-04-17 13:40:24, 637 ნახვა
რეგიონი
აჭარის რეკლამა უკვე ევრონიუსის ეთერითაც გადაიცემა
BBC-ის შემდეგ აჭარის რეკლამა უკვე ევრონიუსზე ტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებს 195 ქვეყანაში ეცნობიან. სატელევიზიო რეკლამის გარდა წელს ტელეკომპანია „ევრონიუსი“-ს მაყურებელი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ მომზადებულ გადაცემებსა და ბლოგებს გაეცნობა. ჟურნალისტები აჭარას აპრილის დასაწყისში სტუმრობდნენ. ევრონიუსის ჟურნალისტები რეგიონს განმეორებით ზაფხულსა და უკვე შემოდგომაზე, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად ეწვევიან. პარალელურად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მოლაპარაკებებს აგრძელებს ტელეკომპანიებთან „დოიჩე ველე“ და ‘CNN”, სადაც ასევე იგეგმება რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლების გაშვება. „ჩვენ დავიწყეთ აქტიური სატელევიზიო რეკლამა BBC-სა და უკვე ევრონიუსის ეთერით, რაც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდას ემსახურება. პარალელურად ვგეგმავთ აჭარის საიმიჯო ვიდეო რგოლების გაშვებას საერთაშორისო ტელეკომპანიების დოიჩე ველესა და CNN-ის ეთერით. ამას დაემატება სატელევიზიო რეკლამა უკვე სამიზნე ქვეყნების ადგილობრივ ტელევიზიებში, მაგალითად პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. გარდა ამისა, ვიწყებთ აქტიურ ინტერნეტრეკლამასა და გარერეკლამას 16 სამიზნე ქვეყანაში. ჩვენი სარეკლამო აქტივობები არის კომპლექსური და მისი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი. ჩვენი 2018 წლის სარეკლამო აქტივობები 16 სამიზნე ქვეყნებში ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა და ვიმედოვნებთ, რომ მისი შედეგი რეგიონში ტურისტების ზრდა იქნება”, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლის განახლებულ ვერსიაზე ევრონიუსმა იმუშავა.
(NS)
გერმანია ევროკავშირში რუსებისთვის შესვლის ახალი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)