|
2018-04-12 20:04:34, 1622 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ჩვენი მიზანია, სიცოცხლე შევძინოთ იმ პროექტებს, რომლებიც კაპიტალის ნაკლებობის გამო ჩვენს ეკონომიკაში ვერ ხორციელდება
ჩვენი მიზანია, სიცოცხლე შევძინოთ იმ პროექტებს, რომლებიც კაპიტალის ნაკლებობის გამო ვერ ხორციელდება ჩვენს ეკონომიკაში - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ უკვე დაანონსებულ საგადასახადო რეფორმებთან ერთად, ახალი ინიციატივა გულისხმობს პირველად სასტარტო კაპიტალზე წვდომის ხელშეწყობას. „ჩვენი თითოეული რეფორმის უკან დგას მთავარი იდეა, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე, რომლის დამარცხების ყველაზე სწორი გზაა მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა ძალიან საინტერესო პროექტი „ახალგაზრდა მეწარმე", რომელიც კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩვენ დავეხმაროთ ჩვენს მეწარმეებს, რათა მათ დაიწყონ თავიანთი საქმიანობა. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, მცირე მეწარმეობის წახალისება, შესაბამისად, ჩვენ თითოეულ რეფორმას სწორედ ამ გადასახედიდან უნდა შევხედოთ. დღეს გვაქვს ვითარება, რომ მეწარმე, როდესაც მიდის ბანკში სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კაპიტალი. თუ მას ეს კაპიტალი არ აქვს, ბევრი ძალიან კარგი იდეა ვერ ხორციელდება და ვერ ხდება სიცოცხლისუნარიანი, ასევე, არის შემთხვევები, როცა პროექტი შეიძლება აკმაყოფილებდეს სტანდარტს, თუმცა არსებული საპროცენტო განაკვეთებიდან გამომდინარე, იმდენად მაღალია საპროცენტო ხარჯი, რომ მეწარმე ხშირად უარს ამბობს სესხის აღებაზე. ესეც ხშირად ბლოკავს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ფინანსურ სექტორთან ერთად, საბანკო სექტორთან ერთად, შევქმნათ ისეთი ტიპის ფინანსური პროდუქტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენ ქვეყანაში განვახორციელოთ ყველა ის ეკონომიკური ინიციატივა, რომელიც დაეხმარება ჩვენს მეწარმეებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)