12:28 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 19:16:35, 1610 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი ეწვევა

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანის შეხვედრაში.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საემიროების ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ  ალ ნაჰაიანს მასთან საუბრის შესაძლებლობისა და დახმარებისთვის, რომლის აღმოჩენასაც ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებებით დაპირდა.

კერძოდ, საუბარია დახმარებაზე ყურის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების საკითხში, ასევე ქართული პროდუქტების მოხვედრაზე საემიროების სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში,  საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა ჯგუფების ჩამოსვლაზე, რომლებიც ქვეყნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლიან.

შეხვედრზე საუბარი წარიმართა ქვეყნის სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის ქართული ღვინის შეთავაზების შესაძლებლობაზე.

„საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად რამდენიმე მნიშვნელოვანი დელეგაცია ეწვევა, რათა შემდგომში გადაწყვეტილებების მიღება ორივე ქვეყნის სასიკეთოდ იქნას მიღებული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ყურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების დაჩქარების საკითხზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის კეთილი ნება, ისევე როგორც გადაწყვეტილებები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტისა და საინვესტიციო ჯგუფის შექმნის შესახებ.

„მნიშვნელოვანია საქართველოში ისეთი კომპანიების სტუმრობა, როგორიცაა საeმიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანია „EMAAR", რომელიც საქართველოში სასტუმრო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას შეისწავლის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი ინფორმაციით, ყურადღება იქნება გამახვილებული როგორც საქართველოს ცენტრალურ ქალაქებისა, ასევე საზღვაო კურორტების მიმართულებით. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნეს მთის კურორტების განვითარების საკითხი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელს - მარნეულში ქალი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics