10:20 - 01 Nov, 2026
|
2018-04-11 10:58:40, 1869 ნახვა
სამართალი
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თეთრიწყაროში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა სამართალდამრღვევებმა, ალგეთის სატყეო უბნიდან, 12 მ3 - მდე რცხილას სახეობის საშეშე მერქანის ტრანსპორტირება სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელეს. სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, „ზილ-131“ მარკის სატვირთო ავტომანქანები დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს. ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
(NS)
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)