|
2018-04-06 15:46:32, 1579 ნახვა
კომენტარი
ერთ-ერთი დაღუპულის მამა: მინდელის შახტაში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო
ტყიბულის შახტაში დაღუპული მირზა ქურციკიძის მამის ჟილინა ქურციკიძე აცხადებს, რომ მინდელის შახტაში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. "რომ ყოფილიყო გადამაგრებული ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. შახტაში იყო კამერული სისტემა და ჭერი დაჯდა. 3 ლავი შეერთდა ერთმანეთს და დაჯდა. ამან გამოიწვია დარტყმა და მოისროლა ჩვენი შვილები", - განაცხადა ჟილინა ქურციკიძზემ. ცნობისთვის, კომპანია „საქნახშირის“ დირექტორის მოადგილის დავით ქარქაშაძის განცხადებით, ტყიბულში, მინდელის შახტაში დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციის სახით 30 ათას ლარს მიიღებენ. როგორც ქარქაშაძემ აღნიშნა, დაღუპულთა ოჯახის წევრები ასევე დაზღვევის სახით 20 ათას ლარს მიიღებენ. ამასთან, კომპანია დაკრძალვის ხარჯებს თავის თავზე აიღებს. შეგახსენებთ, გუშინ, გამთენიისას, ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)