15:56 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 15:01:10, 638 ნახვა

რეგიონი
ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ გადაცემებს ამზადებს

ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ გადაცემებს ამზადებს. სამოგზაურო გადაცემა ,,Adventures’’-ის ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. 
მათ უკვე იმოგზაურეს მთიან აჭარაში, გადაიღეს სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი და მტირალას ეროვნული პარკი. მათი კამერის ობიექტივში ბათუმი და მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობებიც მოხვდა.

ევრონიუსის მილიონობით მაყურებელს აჭარის შესახებ მომზადებული სამოგზაურო ეპიზოდების ნახვა აპრილის ბოლოდან შეეძლება.

ევრონიუსის ჟურნალისტები აჭარას წლის ბოლომდე კიდევ ორჯერ ესტუმრებიან. ზაფხულში ისინი რეგიონში მოგზაურობის შესახებ ვრცელ ბლოგს მოამზადებენ, შემოდგომაზე კი გადაცემა „ფოკუსი“-ის გადამღები ჯგუფი აჭარაში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას გადაიღებს. 

გადაცემების გარდა, ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლი იტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 200-ზე მეტ ქვეყანაში გაეცნობიან.  

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის უფროსის ნინო ხახუბიას განცხადებით, ქვეყნისა და რეგიონის  შესახებ დადებითი იმიჯის შექმნა სწორედ მსგავსი მედიასაშუალებების მიერ უნდა განხორციელდეს.

„გასულ წელს ჩვენ მიერ ევრონიუსზე დაწყებული წარმატებული სარეკლამო კამპანია წელსაც გრძელდება, თუმცა ამჯერად ბევრად უფრო მრავალფეროვანი სახით. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენს რეგიონს ისეთი რეიტინგული მედიასაშუალება უძღვნის გადაცემებს როგორიც ევრონიუსია. რეგიონში ტურისტების მოზიდვა, ქვეყნისა და რეგიონის  შესახებ დადებითი იმიჯის შექმნა სწორედ მსგავსი მედიასაშუალებების მიერ უნდა განხორციელდეს. ჩვენ წლის ბოლომდე 16-ვე სამიზნე ქვეყნიდან ვგეგმავთ პოპულარული ჟურნალისტების მოწვევას, რომლებიც თავიანთი მოქალაქეებს აჭარას საინტერესო სტატიებით, ბლოგებით, რეპორტაჟებითა და გადაცემებით გააცნობენ,“ - განაცხადა ხახუბიამ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics