|
2018-04-05 11:49:55, 1705 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახში ძალადობისთვის გ.ნ. დამნაშავედ სცნო და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა გ.ნ.-მ 2017 წლის 13 დეკემბერს ადიგენის რაიონში, ყოფილ მეუღლეს თ.ა.-ს ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო და ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა გ.ნ. 2017 წლის 16 დეკემბერს ადიგენის რაიონის სოფელ უდეში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, არაერთგზის) წარედგინა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გ.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)