15:29 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 15:37:52, 1900 ნახვა

პოლიტიკა
ადა მარშანია გედევან ფოფხაძეს „პატრიოტთა ალიანსში“ ეპატიჟება

საპარლამენტო ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია უმრავლესობის უკვე ყოფილ წევრს, გედევან ფოფხაძეს საკუთარ ფრაქციაში ეპატიჟება.

როგორც მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას იმედი აქვს, რომ გედევან ფოფხაძე აღნიშნულ საკითხს სერიოზულად განიხილავს.

"მივესალმები ბატონ გედევანის გადაწყვეტილებას. ის გამორჩეული ადამიანია უმრავლესობაში, ეს ყოველთვის ვიცოდი. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღეს და ვიმედოვნებ, რომ ბატონი გედევანი ჩვენს ფრაქციაში შემოსვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს. მგონი ბევრ საკითხზე ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ“, - განაცხადა მარშანიამ.

ცნობისთვის, დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ისწავლე 20-ზე მეტ პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში "თბილისობა" გაიმართება
გურჯაანში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა
გახარია კობახიძის ევროპაში ვიზიტზე - სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics