|
2018-04-04 11:42:59, 1673 ნახვა
სამართალი
სუს-ი: გამოვლინდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც სოცქსელების მეშვეობით რადიკალურ მოწოდებებს აქტიურად ავრცელებდნენ
2017 წელს საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში კი კრიტიკული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც სუს-ის ანგარიშშია აღნიშნული, გლობალური ტენდენციის მსგავსად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდა. "ახალგაზრდები უარს აცხადებენ აღნიშნული ორგანიზაციის იდეების მხარდამჭერ გაერთიანებებში გაწევრიანებაზე, ხოლო ორგანიზაციის მხარდამჭერი ავტორიტეტული ლიდერები მათ რიგებს ტოვებენ. იდეოლოგიური კრიზისის გარდა, „ისლამურ სახელმწიფოს“ სირთულეებს უქმნის ფინანსური პრობლემებიც, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებისთვის გადაადგილების თავისუფლებასა და თანხების მოზიდვაზე დაწესებული მნიშვნელოვანი შეზღუდვებით არის განპირობებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“, სხვა ქვეყნების მსგავსად, შესაძლოა, საქართველოში ჰყავდეს ცალკეული მხარდამჭერები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებენ ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან მიღებული დავალების შესაბამისად", - ნათქვამია ანგარიშში. გარდა ამისა, ანგარიშში 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაზეც არის საუბარი. "სუს-მა საერთაშორისო ტერორისტის აჰმედ ჩატაევისა და მისი კარგად ორგანიზებული, ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. არსებული ინფორმაციით, დაჯგუფების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ტერორისტული თავდასხმების მოწყობა. სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა ჯგუფის აღმოჩენა და მათ წინააღმდეგ შსაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება. აჰმედ ჩატაევისა და მისი ე.წ. დაცვის წევრებთან გამართული შეტაკებისას დაიღუპა სუს-ის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, დაიჭრა 4 სამართალდამცველი. თავიდა იქნა აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის", - აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, სუს-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს. აღნიშნულ პირთა ჯგუფის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)