|
2018-04-03 17:42:38, 990 ნახვა
რეგიონი
შუახევში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
შუახევში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, შუახევისა და ხულოს თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე და აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე, შუახევისა და ხულოს მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში,სატყეო-სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დისკუსიის ფორმატში განიხილეს ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფოს ხედვა და დაგეგმილი ღონისძიებები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამავე დროს უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა მავნებელთან ბრძოლის პროცესში. პარალელურად სახელმწიფო თავის მხრივ მასშტაბურ ღონისძიებებს განახორციელებს. ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, აჭარის რეგიონს, 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 2 ათასი ფერომონი გადაეცა, ასევე რეგიონში მობილიზებული იქნება სპეციალიზირებული ტექნიკა, შესაწამლი აგრეგატები, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს. მნიშვნელოვანია ისიც რომ, შეიქმნა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ოფიციალური გვერდი https://www.facebook.com/STOPBMSB, სადაც განთავსდება ყველა ინფორმაცია - ტექსტობრივი და ვიზუალური, რომელიც შეეხება საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას.
(NS)
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
FT: ტრამპის მეგობარი რუსულ „ნოვატეკს“ დაეხმარა ალასკაში სტრატეგიული თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის მშენებელ ამერიკულ კომპანიაზე კონტროლის მოპოვებაში
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)