04:02 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 11:13:29, 2654 ნახვა

კომენტარი
„სითი ინსტიტუტს“ გენერალური გეგმის სრულყოფისთვის ვადა პირველ ივნისამდე განესაზღვრა

„იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის არის უმნიშვნელოვანესი და პირად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების  შესრულება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერია ყველანაირად ხელს შეუწყობს „სითი ინსტიტუტს“, რომ მათ თავიანთი ვალდებულებების შესრულება შეძლონ.

„სითი ინსტიტუტს“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მე-6 ეტაპის წარმოსადგენად ვადა 1 ივნისამდე აქვს:

„მოგეხსენებათ, ჩვენს დედაქალაქს დავპირდით გენერალური გემის მიღებას. მერიაში ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან ინტენსიურად ვმუშაობთ გენერალური გეგმის ჯგუფთან დოკუმენტის სრულყოფის მიზნით. შეფასებისა და ანალიზის პროცესში ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და შედეგად წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მითითებები, რომელთა განხილვა მოხდა საჯაროდ რამოდენიმე დღის უკან. დავრწმუნდით,რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება.“სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია პირველ 5 ეტაპში- მწვანე  ქალაქი, კომპაქტური და შეკავშირებული ჩვენთვის მისაღებია. ჩვენთვის მთავარია, გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი რაც შეიძლება ადვილად გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის, თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს, რაც უნდა ყოფილიყო მეექვსე ეტაპში წარმოდგენილი. ჩვენ ვასრულებთ გეგნგეგმასთან დაკავშირებით დისკუსიას,პოლემიკას და განხილვას. იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის არის უმნიშვნელოვანესი და პირად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების  შესრულება. გვაქვს მოლოდინი და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ „სითი ინსტიტუტმა“  წარმოადგინოს ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა. 1 ივნისს უნდა იყოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია“, - აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics